ამ ვიდეოს რომვუყურებდი მომინდა ეკრანში გავძვრენილიყავი და მანდ აღმოვჩენილიყავი, სიმღერაც მაგარია და ვიდეოც და ადგილიც
ამ ვიდეოს რომვუყურებდი მომინდა ეკრანში გავძვრენილიყავი და მანდ აღმოვჩენილიყავი, სიმღერაც მაგარია და ვიდეოც და ადგილიც
Posted in Music | Tags: Is, Love, No, Possession
უჰ რახანია აქ არ დამიპოსტავს, არადაისე მენატრება ხოლმე ჩემი მიყრუებული ბლოგი. იმდენი ახალი კარგი და ცუდი რამ მოხდა, ვეცდები რამოდენიმე მათგანი თქვენც გაგანდოთ.პირველი რომელი გითხრათ ?
ნუ მოდი ცუდით დავიწყებ, ისე მგონი კარგით იწყებენ ხოლმე.
მანქანა რომელიც ჩემმა ძმამ გაყიდა ორი თვის უკან, ახალმა პატრონმა ისეთ დღეში ჩაააგდო
სურათი, რომ ვნახე მართლა ამეტირა რა. მაგრად მიყვარდა ეს CRX
აი სურათიც და თავად სეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა,თუმცა რა დასკვნა
მანქანას დედა არ ჰყავს
მისგან მხოლოდ რამოდენიმე ტკბილი მოგონება დარჩა , პრინციპში რაღა ტკბილი, მაგის ფეხაცმლის გამო ღამის 3 საათზე დიღომის ტრასაზე ვიყურყუტე. თუმცა მერერა მაინც ტკბილია.
უი ხო სამაგიეროდ ტკბილი ის მაინც ხომარის მეც რომ ვატარე რამოდენიმეჯერ, მოკლედ ლიკას უნდა დავემშვიდობოთ , რადგან მისი მხოლოდ ნაწილებას გამოყენებაღა თუ შეიძლება.
კვირას კი ცემმა ძმამ რალზე გამოსვლა გადაწყვიტა. 6 დეკემბერს ტარდება რუსთავის ავტოდრომზე წყვილთა რბოლა Under 100 hp მანქანებისთვის…ჩატარდება მოყვარულების წყვილთა რბოლა 100 ცხენისძალამდე ძრავით აღჭურვილი მანქანებისთვის.
ეს კი გასავლელი გზა,მეც მინდა ასვლა დოსააფზე, თუ მოვასწარი მეცადინეობა შაბათს, ავყვები მეც.

ეს კი ჩვენ, წინა შეჯიბრზე სტუმრობისას
უიჰ ბანკეტზე ფიქრი დავიწყეთ უკვე, 20 მაისს გვაქვს, მმმ როგორ ველი , მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რმელ კლასთან ერთად წავალ, თუმცა ვთქვი რომ რომელიც უფრო მალე გააკეტებს იქ წავცუნცულდები. მე ჩემი მეგობარი ირაკლი წამიყვანს ბანკეტზე, ხო ოღონდ იმპირობით თუ სხვა მანქანას იყიდის
ექსკუსიაც დავგეგმეთ უკვე, ხოდა ისღა დაგვრცენია დაველოდოთ სკოლის დამთავრების დღეს, რა ბედნიერება იქნება, ცრემლის და ეგეთი ოხუნჯობის გადმომგდეი მე არ ვიქნები,
ოღონდ დავამთავროთ და …
ის ეტაპი მირცევნია რომელიც წინ გველის, ეხლა კი წავედი მერანი ვისწავლო.
ხოდა ისა, თავგზა აბნეული ადამიანი დაკარგულ ნივთს ძებნას სად აღარ დაუწყებს. ყველა კუთხე კუნჭულს გადაატრიალებს. მაგალითად მე, ამას წინათ სათვალე დავკარგე, დავკარგე რა,ვიცოდი რომ სადღაც დავდე, მაგრამ სად არ მახსოვდა. ამიტომაც მთელი სახლის გადატრიალება მომიწია.ძებნის პროცესში ხელი შევავლე ჩემს არეულ და საშინლად მოუვლელ უჯრებს ,რომლებიც გამუდმებით არეულია. ყველა ნაგავი , და საჭირო ნივთი აქ ყრია,წიგნების გარდა ყველაფერი მაქვს მგონი. ვინმეს რამე თუ სჭირდება ეგრევე ჩემს საწერ მაგიდას მოადგებიან. დალაგება არ შველის, მეორე წუთში ისევ ისეთი ბარდაგია ხოლმე. ამას წინათ ჩემი პიჟამოები ვიპოვე ერთ-ერთ უჯრაში.
ძებნაში გართული აღარ აქცევ ყურადღებას სად ეზებ, შეიძლება იქ სულაც არ დაგიდია თუმცა მე მთელი კუთხე კუნჭული გადავატრიალე. (მაგალითად აივანზეც ჩავატარე ეგ სპეცოპერაცია, იქ როგორ უნდა მოხვედრილიყო, თუმცა რა იცი რა ხდება
)ყველაფერი რაც აყრილ დაყრილი იყო ისინიც დავალაგე, და ბოლოს სათვალეც ვიპოვე,რომელიც მაცივრის თავზე იდო, თჲმცა იმსიმაღლეზე როგორ მოხვდა არ ვიცი.
არადა მე იქ აშკარად არ დამიდია, რადგან ძნ მაღალია
მართლაც რომ საკვირველი რა .
ისე ისეთი რაღაც რომ არსებობდეს, სადაც დასერჩავ და გიგდებდეს იმ ნივთის ადგილსამყოფელს. ანუ როგორც კომპშია რა, გაცილებით იოლი იქნებოდა ყველაფერი
Posted in 5584
ეს დღეეები რაღაც საოცრად კარგი იყო, თუმცა მინდა ვთქვა რომ ერთ უცნაურობას აქვს ადგილი, თიტქოს დაბნეულივიტ ვარ, ხო კიდევ წინა დღეს რა ხდებოდა, აღარ მახსოვს ხოლმე
მოკლედ რაღაცაშია საქმე, მაგრამ იმედია გაივლის, არ მინდა ესე გაგრძელდეს სულ.
გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო. მაგრამე რთ ფაქტს ჰქონდ ადგილი, ჩემი დაბნეულობა უნარებზე დაგვიანებითაც გამოიხატა.რატომღაც მეგონა რომ 4ზე მქონდა არადა 3 ზე მქონდა. ცემტვის მივდივარ უნარებზე, 4 რომ დაიწყო იმ იმედით რომ არ მაგვიანდება და სემიძლია ტემპს კიდევ უფრო შევუნელო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, ერთი მეგობარი შემხვდა რომელმაც გაამხსენა რომ 3 ზე მქონდა , რაღაც ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ მიყვარს დაგვიანებები, მითუმეტეს ნინოსთან. ნომერიც არ მქონდა ნინოსი. ამიტომ ფორუმელ gimmes მივწერე და ვტხოვე რომ თავისი დისტვის ეთქვა რაც დამემართა. ნუ რომ მივედი კი ამთავრებდნენ უკვე ახსნას,ცუდი პონტი იყო რაღაც, მაგრამ უნარების დამთავრების შემდეგ ნატოს დაველოდე, ძლივს ცვენი გაცნობის დღემაც მოაღწია. ცოტა ლოდინი მომიწია, ავტო სკოლაში იყო ის წასული. დიდი მოლოდინით ველოდი ნამცხვარს რომელიც ნატომ გამოაცხო, უნდა დამეგემოვნებინა :![]()

კი წუწუნებდა ჩამივარდაო ესაო ისაო მაგრამ ძალიან გემრიელი იყო მარტლა. მე როგორც ნამცხვრების ნაკლებად მოყვარულმა 5 იანი დავუწერე
8 იყო დაწყებული ნატო რომ მოვიდა. ნუ კი შევპირდი სერენადას გიმღერებ თქო თუმცა არ გამოვიდა რაღაც
ხოდა სხვა დროისთვის გადავდეთ. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ , მერე კი ნატოს ძალიან საყვარელმა დედამ სუფრა გაგვიშალა, მე და ნატალიამ არაყი დავლიეთ, რამოდენიმე სადღეგრძელო ვთქვით და მერე დავიშალეთ, სამეცადინოს გამო
თუმცა იდმენად კარგ ხასიათზე ვიყავი რომ მაგრად მეზარებოდა მეცადინეობა. ხოო კიდევ ნატოს ჩემი მოქარგული კიტი ვაჩუქე, მოეწონა ძალიან. დღესაც ვნახე ნატო გამიხარდაა მისი ნხვა მოკლედ ძალიან საყვარეი გოგოა,
დღეს დილით კი აღმოვაჩინე რომ თითქოსდა ჩემი სფანჯ ბობები დავკარგე მაგრამ არააა, სახლში მქონია ისე გამიხარდა, ძალიან მიყვარს ეს ბობიკოები, ამ დღეებში ასევე ფორუმელ გოლლუმს უნდა ვაჩუქო ერთი ცალი.
ეს სიმღერები მაგრადმიყვარს, კარგ გაწყობაზე მაყენებს ყოველთვისხ, ხოდა თქვენც მოუსმინეთ
Posted in Music, Video | Tags: leslie feist, Mushaboom
რახანია აქ აღარ დამიპოსტავს, მომენატრა აქ თავისუფლად წერა. აბიტურიენტობა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, თუმცა ღამეების გათენება და მზგავსი რაღაცეეები არ მიწევს (ჯერჯერობით)
ხოდა ეხლა რაც შეეხება თემას. kate9alukard მა დამთაგა და მც დიდი სიამოვნებით დავწერ ჩემს ოცნებებს. ისე არ მაქვს ისეთი ოცნებები, როგორიც აქვს ზოგს რომ გაფრინდეს მთვარეზე და მარსზე დაადგას ფეხი და ა.შ უფრო ისეთი , რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას, და კარიერას ეხება. მინდა თავად გავაკეთო ყველაფერი. მეთვითონ წავმართო ჩემი ცხოვრება და ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენებიც.
1. ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის რომ მქონდეს ჩემი პატარაა. (2-3) ოთახიანი ბინა, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემი ოფლით შექმნილი (ან ნაყიდი) თითოეული სახლის დეტალიც კი იქნება გაკეთებული ჩემს გემოზე. იცით, წარმოდგენილიც კი მაქვს როგორი იქნება ჩემი სახლი. სადა, ნათელი ნაკლებად გადატვირთული ავეჯით,თუმცა აუცილებლად იქნება
ეს საქანელა. აი ისე მინდა ეს საქანელა ისე ისე რომ… მოკლედ ძალიან მიყვარს. დასასვენებლად ძალიან მაგარია. დიდი სურვილი მაქვს რომ თჲ სახლი არ მექნება ეს მაინც ვიყიდო. ეჰ რამაგარია, სულ რაღაც 1000-3000 ევრომდე ღირს. სახლს აივანს გავუკეთებდი ძალიან დიდს, რომელსაც პატარა სასადილო დასასვენებელ ადგილად მოვაწყობდი, საღამოობით ზაფხულში მეგობრებთან ერთად გავატარებდი დროს და დავისვენებდი იქ. ხო ერთ ჰამაკის მსგავს ან სხვა სახის საქანელას იქაც დავდგამდი
2.ჩემი ცხოვრების ყველაზე ყველაზედდიდი ოცნებაა საკუთარი რადიო:| ჩემს სახლში გამოვყოფდი ადგილს. სადაც სწორედ რადიოს ატრიბუტები იქნებოდა განტავსებული, მოკლედ რომ ვთქვათ ის ოთახი რადიოსთვის იქნებოდა განკუთვნილი. ოხ ჩემი რადიო
ისე მინდა. ეს იქნება რადიო რომელშიც არ იჟღერებს ქართული საქეიფო სიმღერები, არც პაპსა სიმღერები,მხოლოდ და მხოლოდ სიმღერები იქნება და მსმენელებს არც წამყვანი შეაწყენთ თავს, არც რეკლამები.

3.უფასოზე მინა ჩავაბარო,
ეს ბევრ რამეს მომცემს, აი ისეაა რწყილი და ჭიანჭველაში რომ არის, თუ ძროხას მიუტანს ბალახს ის მისცემს რძეს და ა.შ მეც თუ ჩავაბარებ უფასოზე ჩემი მშობლები მანქანას მიყიდიან, თანაც უკვე 18ის ვხდები და პრავაც მექნება იმ დროისთვის, ეჰ მანქანა , და მერედა როგორ მიყვარს ჩემი სივიკი
ჩემი რაა იმედია რომ იქნება ჩემი. ჰო ოღონდ ესეთი ფერის სივიკი მინდა. სხვა არმინდა,

4.
ho კიდევ ის მინდა, 2 კვირა იბიცაზე გავატარო,

5.60 წელს რომ გადავაბიჯებ, ეგრევე ფეხები გავფშიკო, არ მინდა სიბერე, საშინელებააა. 60 წელი იცხოვრო ადამიანმა სრულებით საკმარისია.

დღეს დოსააფზე ვიყავი. ძალიან მაგარი იყო, უბრალოდ ასე თუ ეცხელებოდა ნამდვილად არ მეგონა. 1იდან 6ის წუთებამდე იქ ვიყავი, თაკარა მზეში, ძალიან დავისიცხე. თუმცა ეგ არაფერი. რაღაც ძალიან კარგი დღე იყო. ბევრი ადამიანი ვნახე.
მათშორის, ბლოგერი თათა, თავის მეუღლესთან ერთად იყო. რომელიც დრაგში იღებდა მონაწილეობას, ვიფიქრე მივალ თათასთან ვეტყვი თათუსი ვარ მეთქ მაგრამ ჯერ ვიღაცეეებთან ლაპარაკობდა და მერე გაქრა იქიდან , თვალი ვეღარ მოვკარი. მგონი თვითონაც დამინახა, მაგრამ ვერ მიცნობდა აბა საიდან ![]()
კიდევ ორი გიო ვნახე, მმმმ ერთის ნახვა განსაკუთრებულად გამიხარდაა
თუმცა ის ცოტა გვიან ვნახე, მიდიოდა. მაგრამ რომ ვნახე ისიც ძალიან გამიხარდა. ჰო, კიდევ ერთი გიო ვნახე, რომელსაც ისედაც ხშირად ვხედავ
მაგრამ მისმა ნახვამაც გამახარა. უი კიდევ ჩემი ერთგული ბისერების კლიენტი ვნახე, რომელსაც ზაფხულში რაღაცეეები გავუკეთე. თავის ვიღაცა იღებდა მონაწილეობას და მის საბალეშიკოდ იყო.
კიდევ ერთი ჩემი ყოფილი სკაიპელი იყო, რომელთანაც ბოლო ხნის მანძილზე ურთერთობა გამიფუჭდა იმის გამო რომ არ ვნახე
რა იცოდარომ მე ვიყავი. კიდევ ფორუმელი ვიღაცეეები ვნახე. მოკლედ მართლა ბევრი ხალხი ვნახე, მთლიანობაშიც ერთობ საინტერესო დღე იყო
თათას დანახვამ გამახარა